ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის ყველა მოქალაქემ უნდა გადადგას.
„გრძნობა ძალიან კარგია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დიდი ხანი ველოდებოდით ამ ვაქცინას. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის ერთ-ერთი საუკეთესო. პირადად ჩვენ მაგალითი მოგეცით, გავაცნობიეროთ რომ ეს არის აუცილებელი საქმე ქვეყნისთვის, ამიტომ გამოვიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და ავიცრათ“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა პაატა იმნაძეც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია:
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/+











