იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი გიორგი გახარიას პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება. როგორც წულუკიანი ამბობს, გახარიას წასვლა გუნდისთვის არასასიკეთო იყო.
„მე ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ ის, რაც მასაც გავუზიარე, რომ ეს გადწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანია, მისთვის, პირადად, ეს გადაწყვეტილება არის საზიანო და დასანანი. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ვინაიდან დღეს ეს ადამიანი აღარ არის პოლიტიკურ პროცესში, მე იმაზე მეტი კომენტარი, რაც გავაკეთე, ზედმეტი მგონია. თუკი ჩაერთვება პროცესში, მისთვის დასასმელ კითხვებს თქვენ კი არა , მას დავუსვამ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერობის თანამდებობა იმ დროს დატოვა, როდესაც თეა წულუკიანს კორონავირუსი ჰქონდა.










