დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ბოლო უმეტესი შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტზე მოდის, რაც საერთო ინფიცირებულთა რაოდენობის 2%-ს შეადგენს.
„ბოლო შემთხვევათა უმეტესი, 24 ინფიცირებული მოდის გარდაბნის მუნიციპალიტეტზე: 6 ქალაქ გარდაბანში, 4 დაჩიანის დასახლებაში და 14 ყარაჯარალში. ეს შემთხვევები ქვეყანაში დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობის 2%-ს შეადგენს. სულ 1077 ადამიანია გამოკვლეული, საიდანაც ეს 24 პოზიტიური შემთხვევაა დადასტურებული. მათი ნაწილი კარანტინშია გადაყვანილი.
დილიდან გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან და მუშაობენ სხვადასხვა ბაზრობაზე, ამიტომ გასამკაცრებელი იქნება კონტროლი- ლილოს, დინამოს და სხვა სასურსათო ბაზრობაზე. აუცილებელია ადამიანების თერმოსკრინინგი“, – ამბობს გამყრელიძე.











