ჯერჯერობით, პირობა, რისთვისაც გირჩი პარლამენტში შევა მაგიდაზე არ დევს, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, “გირჩი” პარლამენტში შევა, თუ “მაგიდაზე პროპორციული უბარიერო სისტემა დაიდება”.
“იმ შემთხვევაში, თუ სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემა დაიდება, რაც ითქვა, გირჩი შევა პარლამენტში და დარწმუნებულია, რომ სხვა პოლიტიკური ძალებიც შევლენ პარლამენტში, უბრალოდ დღევანდელი განცხადება მამუკა მდინარაძის არის ერთგვარი საუბრის დაწყება ამ თემაზე და არა თვითონ ის პირობა, რის გამოც გირჩი უნდა შევიდეს პარლამენტში”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ TV პირველთან.











