fbpx
21/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პლებისციტზე, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, მსჯელობა ღირს – გია ვოლსკი

20:05 March 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
905
ნახვა

“პლებისციტზე, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა რასაკვირველია ღირს, ვინაიდან, ეს საკითხია და მოლაპარაკების მაგიდასთან არგუმენტები ორივე მხარეს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ის, რომ სააკაშვილი აუცილებლად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ეს განსახილველი თემა ვერ იქნება,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მე არ მგონია, რომ მეხუთე რაუნდი შედგეს მაშინ, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ პრაქტიკულად ყველა დატყვევებული ჰყავს თავისი გარემოცვიდან. მოლაპარაკების რესურსი შეიძლება არსებობდეს მაშინ, როცა ამის სურვილი აქვთ და როცა მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული წინადადება, როცა არ მიმდინარეობს პოლიტიკური სპეკულაციები.

თუ ეს მონაცემები ჩვენ სახეზე გვაქვს, მაშინ რასაკვირველია ,კვლავ შუამავალი, მედიატორი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შეიძლება მივიდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და განვიხილოთ ულტიმატუმი – არ მოგვწონს არჩევნების შედეგები იმის მიუხედავად, რომ ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა, რომ არჩევნების შედეგები არის დამაჯერებელი და უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ეს არის ჯერჯერობით, რაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან გვესმის, იდეა რაიმე ახალი, რის საფუძველზე შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შეიძლება რიგგარეშე ან განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს, ესეთი არ მოგვისმენია და არც არსებობს.

პლებისციტი არის თემა, რომელიც ვერ გამოავლენს იმ რეალობას, რაც დღეს გაგვაჩნია ამ ძალთა თანაფარდობაში, რომელიც პარლამენტში გვყავს. გარემოებებია შეცვლილი და ეს განაპირობა გარკვეულმა პოლიტიკურმა ტენდენციებმა, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ გუნდს გააჩნია. შეიძლება განმეორებითი არჩევნების სურვილი ჩამოუყალიბდეს სრულად ნეიტრალურ ადამიანს, ან იმ ადამიანს ვინც საერთოდ არ იზიარებს „ნაცმოძრაობის“ და მისი „კლასტერის“ შეხედულებებს. აქედან გამომდინარე, თუკი იურიდიული საფუძველი არ შეიქმნა, რომ მკაფიო სურათი გვქონდეს, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იყო თუ არა სტანდარტებიდან გადახრა, ამის გარეშე არ შეიძლება პლებისციტმა მოგვცეს სამართლიანი სურათი. ამასთან დაკავშირებით პლებისციტთან, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა რასაკვირველია ღირს, ვინაიდან, ეს საკითხია და მოლაპარაკების მაგიდასთან არგუმენტები ორივე მხარეს ჰქონდეს, მაგრამ ის, რომ ულტიმატუმი უნდა იყოს აუცილებლად შესრულებული და სააკაშვილი აუცილებლად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ეს განსახილველი თემა ვერ იქნება,”- განაცხადა ვოლსკიმ.

თეგები: გია ვოლსკი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

პატიმარი როდესაც გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – გია ვოლსკი

December 30, 2021
766
პოლიტიკა

ლავროვის განცხადება არ ნიშნავს, რომ მას ეს აზრი დღეს დაებადა – ამით იყო განპირობებული ოკუპაციის მცდელობა – გია ვოლსკი

December 3, 2021
790
პოლიტიკა

თანხების გადინება დანიშნულების გარეშე, საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა და ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც – გია ვოლსკი

December 3, 2021
770

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია