მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და ის უნდა იჯდეს ამ მოლაპარაკების მაგიდაზე. ასე გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს.
,,ძალიან მნიშვნელოვანია პროცესია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირიდან, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს, ბატონ მიშელს და მის წარმომადგენელს. ეს პროცესი უნდა ემსახურებოდეს პოზიტიურ შედეგს ჩვენი ქვეყნისთვის, რას გულისხმობს ამ ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას, რისთვისაც აუცილებელია რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი: უნდა დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა. მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და ის უნდა იჯდეს ამ მოლაპარაკების მაგიდაზე. ასე გათავისუფლებული უნდა იყოს გიორგი რურუა და ზოგადად პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს. მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება, რომელიც უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საარჩევნო გზით, ვადამდელი არაევნების გზით. ვადამდელი არჩევნები არის გზა იმისა, რომ გადაწყდეს ქვეყანაში კრიზისი, დასტაბილურდეს ვითარება და ის პრობლემები, რომელიც არის ქვეყანაში ყოველდღიურად, გადაიჭრას და საქართველომ დაიწყოს ნორმალურად განვითარება, რომ ადამიანებს შეეძლოთ კარგად ცხოვრება და წარმატების მიღწევა,“- ამბობს მინაშვილი.










