fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დისკუსიას არანაირი შინაარსი არ აქვს – ზურაბ ჯაფარიძე

10:39 March 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
797
ნახვა

პირველი შეხვედრაა, მოლოდინი მაქვს, რომ საუბარი იმ 6 პუნქტის გარშემო იქნება, რომელიც თავის დროზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეადგინა, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ამ წუთში, იმაზე საუბარი რომელი მიმართულებით წავა დისკუსია და როგორ წარიმართება, გამიჭირდება. როცა გამოვალ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება გითხრათ, როგორი ატმოსფერო იყო და მათ შორის, არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ შევთანმხდეთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა მზად ოპოზიცია, რომ კომპრომისებზე წავიდეს, ჯაფარიძე პასუხობს, რომ არის რამდენიმე საკითხი, რაც ოპოზიციისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ის, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შეიძლება განიმუხტოს მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნებით, ეს არის ერთი და მეორე, პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გარეთ. ასევე, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში ტარდებოდეს სრულად პროპორციულად, ბარიერის გარეშე, რაც წამალია ერთპარტიული მმართველობის, ისევე, როგორც ამ გიჟური პოლარიზაციის, რომელმაც დააქცია ქვეყანა. ჩემი აზრით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დისკუსიას არანაირი შინაარსი არ აქვს, რიტორიკის შერბილება ძალიან ნორმალურია, ჩვენ შევთანხმდით, რომ ვილპარაკებთ ამ საკითხებზე, არის საკითხები, რომელიც შეიძლება მოსაწონი არ იყოს ოპოზიციისთვის და არის საკითხები, რომელიც მოსაწონი არ არის ცალსახად ხელისუფლებისთვის, მაგრამ შევთანმხდით შარლ მიშელთან ერთად, რომ ამაზე ვისაუბრებდით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დღეიდან ორად გავიყავით იმის მიხედვით, თუ ვის აქვს რაღაც ცილა სისხლში და ვის არა – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

December 1, 2021
824
პოლიტიკა

არ არსებობს ქვეყანაში დემოკრატია – ზურაბ ჯაფარიძე

November 12, 2021
782
მთავარი ამბავი

ზურაბ ჯაფარიძე სუს-თან ნაგვის დაყრის გამო 80 ლარით დააჯარიმეს

November 7, 2021
848

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია