პოლონეთი შეზღუდვებს 18 აპრილამდე გაახანგძლივებს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანაში ბაღები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კინო-თეატრები კვლავ დაკეტილი იქნება.
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვის.
პანდემიის დაწყებიდან პოლონეთში კორონავირუსის 2,471,617 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 55,703 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











