პოლონეთში 12-15 ასაკობრივ ჯგუფში მყოფი მოზარდების ვაქცინაცია 7 ივნისიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე პოლონეთში ვირუსის 2,872,868 შემთხვევაა გამოვლენილი.











