fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პოლონეთში გაუჩინარებული თელაველი მამაკაცის ოჯახი, ადვოკატის ასაყვანად საზოგადოების დახმარებას ითხოვს

21:09 June 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.5k
ნახვა

პოლონეთში, გაუჩინარებული თელაველი მამაკაცის ოჯახი, ადვოკატის ასაყვანად საზოგადოების დახმარებას ითხოვს.

დიტო ხელხელაურის დედის, ია ოჩიაურის ინფორმაციით, ახალგაზრდას ერთ კვირაზე მეტია პოლიცია უშედეგოდ ეძებს და ოჯახს მიმდინარე სამუშაოებზე სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს.

„სამძებრო სამუშაოები დაწყებულია, ყველა დანაყოფი იქ არის, პოლიციაც, პროკურატურაც. წყალში ეძებენ, მაგრამ ჯერ ვერ პოულობენ. არსად ფიქსირდება, არც საპატიმროში, არც საავადმყოფოებში, მაგრამ სამძებრო სამუშაოებზე სრულ ინფორმაციას, პოლიცია არ გასცემს. გვითხრეს, რომ საჭიროა, ოჯახის წევრი ან ადვოკატი. ბიძაშვილი ოჯახის წევრი არ არისო. ამიტომ ადვოკატს აქედან მივცემ მინდობილობას და ჩაერთვება საგამოძიებო პროცესში. პოლონურ ფულზე ხუთი ათასი ზლოტი სჭირდება, რაც კურსით, 1200 ევროა“, – აცხადებს ოჩიაური.

ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახისათვის თანხის მოძიების პროცესში მისი მეგობრებიც ჩაერთნენ, რომლებიც საზოგადოებას აქტიურობას სთხოვენ.

„ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებია, ამიტომ საჭიროა გამოძიება და ადვოკატი, რომლის დაქირავების შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. გამოძიება, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, რადგან თითოეულ საათსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“,- ამბობს ხელხელაურის მეგობარი, მარიამ ოქროცვარიძე.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებ, 26 წლის დიტო ხელხელაურს, პოლიცია და ოჯახის წევრები ერთი კვირაა უშედეგოდ ეძებენ.

მისი დაკარგვის შესახებ, რამდენიმე ვერსია გაჟღერდა, თუმცა ჯერჯერობით, არცერთი დადასტურებულა.

ახალგაზრდა მამაკაცი, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სამუშაოდ, ოთხი წლის წინ წავიდა.

ახალგაზრდას ოჯახის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში: GE37TB7874645061100040- მიმღები – სოსლან გასიევი.

GE71TB7120945061100059 -მიმღები – მზია ოჩიაური.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

თეგები: დაკარგულიპოლონეთი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ოცდღიანი ძებნის შემდეგ 35 წლის ლევან ბეჟაშვილის ცხედარს მიაგნეს

October 9, 2021
845
საზოგადოება

მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

July 17, 2021
829
საზოგადოება

ფოთში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

June 9, 2021
797

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია