კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძული ბალი საერთაშორისო ტურისტებისთვის წლის ბოლომდე დაიხურა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კუნძული უცხოელი ვიზიტოერებისთვის შემდეგი თვიდან უნდა გახსნილიყო. თუმცა, ვირუსის ახალი შემთხვევების გამო გეგმა შეიცვალა.
ორშაბათის მონაცემებით, კუნძულ ბალიზე კორონავირუსით ინფიცირების 4,576 შემთხვევა და 52 გარდაცვალება დაფიქსირდა.
საერთო ჯამში ინდონეზიაში კორონავირუსის 155 000 შემთხვევა და 6,759 გარდაცვალებაა დაფიქსირებული.











