პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტი ჟორჟე სამპაიო 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, სამპაიო აგვისტოს ბოლოს საავადმყოფოში სუნთქვის გართულების გამო მოათავსეს.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ჟორჟე სამპაიოს პორტუგალიის პრეზიდენტის პოსტი ორი ვადით, 1996 წლიდან 2006 წლამდე ეკავა. სამპაიო ცნობილია ისტორიული გადაწყვეტილებით, როდესაც მან 2005 წელს პრეზიდენტის უფლებამოსილება გამოიყენა, პარლამენტი დაითხოვა და ახალი არჩევნები დანიშნა.









