fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პრემიერი არ გადადგება, ამის საფუძველი არ არსებობს – ირაკლი ზარქუა

14:13 July 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
778
ნახვა

„ის რაც ახლა პარლამენტში გააკეთეს, არასდროს არ უნდა განმეორდეს. ეს არის ის რაც უნდა რუსეთს, ქაოსი, არეულობა და დესტაბილიზაციის მცდელობა“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზარქუა ამბობს, პრემიერი არ გადადგება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ გვახსოვს აქციები სადაც ოპოზიცია ითხოვდა გადადგეს ხელისუფლებაო და შემდეგ პარლამენტში შემოვიდნენ. ახლაც ანალოგიურად ცხელ გულზე არიან. ეს არ არის დაკვეთა მოსახლეობის. ჩვენ გვაქვს გამოწვევები, ეს არის უმუშევრობა, დასაქმება და ა.შ. პრემიერი არ გადადგება, ამის საფუძველი არ არსებობს. მთავრობა მუშაობს იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს“,- აცხადებს ზარქუა.

​იგი ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებსაც ეხმაურება.

რაც შეეხება 5-6 ივლის განვითარებულ მოვლენებს, ეს არის ტრაგედია, ეს არის უბედურება ჩვენი ქვეყნისთვის. აქ დამნაშავე ვართ ყველა, ერიც და ბერიც. აქ გამართლება არავის არ აქვს. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმ 6 დღიანი მარათონის ჩამტარებლებს და მეორეს მხრივ იმათ, ვინც ჟურნალისტებზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული. ჩვენი პასუხისმგებლობა რა იყო, დაგვეცა ისინი. მაქსიმალურად შეძლო ხელისუფლებამ დაეცვა, თუმცა 5 ივლისს ეს მოხდა დილას 11 საათზე სადაც პრაიდი არც იყო დაწყებული და მაშინ მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. დღესაც დააკავეს 2 ადამიანი და ხვალაც გაგრძელდება.

რაც შეეხება თქვენი კოლეგის გარდაცვალებას, კიდევ ერთხელ ვგმობთ ძალადობას ჟურნალისტებზე. გამოძიებას ველოდებით. შეგნებულად გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ხმა არ ამოგვიღია, იმიტომ რომ არის გარკვეული მიმართულებები, სადაც თემები იკვეთება და ამასთან დაკავშირებით როცა იქნება ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა, მერე მოგვეცემა ყველას საშუალება, ჩვენც და თქვენც რომ ვთქვათ, რამ გამოიწვია ეს ტრაგიკული შემთხვევა“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის პარლამენტში ხმაური ისევ გრძელდება. რიგგარეშე სხდომა საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი აურზაურის გამო ვერ ტარდება. პარლამენტში არც ჟურნალისტების ნაწილს უშვებენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.

თეგები: ირაკლი ზარქუალექსო ლაშქარავა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ზარქუა კახა კალაძის ინიციატივაზე: ალბათ, ნარკოტესტს ის არ იკეთებს, ვისაც პრობლემა აქვს

September 9, 2021
781
პოლიტიკა

ჩემთვის ცოტა გაუგებარია საელჩოების განცხადება – ირაკლი ზარქუა

September 8, 2021
785
პოლიტიკა

პენსიების მომსახურებაზე სატენდერო კომისია შეიქმნება, მთავარია, მისაღები საპროცენტო განაკვეთი იყოს – ირაკლი ზარქუა

August 16, 2021
782

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია