საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განმარტებით პრეპარატ „რემდესევირის“ გამოყენება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მძიმე და კრიტიკული პაციენტების შემთხვევაში.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„რემდესევირი“ ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კოვიდის სამკურნალოდ დადასტურებული და ლიცენზირებული პრეპარატი არ არის და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექსპერიმენტის სახით გამოიყენება.
როგორ წარმოგიდგენიათ, რომ „რემდესევირი“ კოვიდის სამკურნალოდ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება და საქართველოს მოქალაქე, რომელიც მაგალითად ინფიცირებულია ან მსუბუქია ან ასიმპტომურია წავა იყიდის? ასე არ ხდება. რაც ბრძანა ბატონმა თენგიზმა სწორედ ბრძანა, სახელმწიფო შეისყიდის, მაგრამ „რემდესევირის“ გამოყენება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მძიმე და კრიტიკული პაციენტების შემთხვევაში, ისიც იმ დროს როდესაც ამ პაციენტების თანხმობა იქნება ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.











