fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პრემიერმა სახელმწიფო რწმუნებულებთან რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა

17:58 November 12, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
777
ნახვა

რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგი საუბრისას, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ რეგიონში არსებული მდგომაროებისა და საჭიროებების შესახებ და სახელმწიფო რწმუნებულებს კონკრეტული დავალებები მისცა.

„საუბრისას განიხილეს თითოეულ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვის პროცესში დამატებითი კლინიკების ჩართვის საკითხი და ასევე დამატებით კოვიდ-სასტუმროების მობილიზება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც შესაძლოა, მსგავსი საჭიროება დადგეს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია მკაცრად გაკონტროლდეს ინფიცირებულ პირთა კონტაქტების თვითიზოლაცია, ასევე – ოჯახის ექიმების ეფექტური ჩართულობა იმ ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.

რაც შეეხება კოვიდ-სასტუმროებს, პრემიერის დავალების შესაბამისად, ყველგან გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები, რაც კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებული შედარებით მსუბუქი პაციენტების სამედიცინო მეთვალყურეობას გულისხმობს.

სახელმწიფო რწმუნებულების ინფორმაციით, რეგიონებში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხორციელდება მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ასევე სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით, მუდმივად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების დეტალური გაცნობისა და კოვიდის მართვის პროცესში არსებული გამოწვევების ოპერატიულ რეჟიმში გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თეგები: გიორგი გახარიასაქართველოს მთავრობა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

October 2, 2021
804
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

September 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

September 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია