პრესის ჯიხურებისთვის თბილისში სპეციალური ადგილები გამოიყოფა, – ამის შესახებ დედაქალაქსი მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენთვის მიუღებელია ქალაქში, ცენტრალურ ქუჩებზე ჯიხურების არსებობა-განთავსება.
დღეს ვსაუბრობ პრესის ჯიხურებზე, რომელიც რა თქმა უნდა, კონკურენციას ვერ უწევს იმ ჯიხურებს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქციით ვაჭრობს.
შესაბამისად, იმისთვის, რომ ბეჭდურ მედიას დავეხმაროთ და პრესის გავრცელებას შევუწყოთ ხელი, ამისთვის გვინდა, რომ ქალაქში შესაბამისი ადგილები გამოიძებნოს, სადაც პრესის ჯიხურებს განვათავსებთ. მათი ვიზუალი და დიზაინი ჩვენს სპეციალურ სამსახურებთან იქნება შეთანხმებული, რომ მათი ქალაქის ურბანისტიკაში ჩაჯდეს და განსხვავებული სურათი არ მივიღოთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ჯიხურებმა „კოკა-კოლა“ და „სნიკერსი“ უნდა გაყიდოს. მხოლოდ და მხოლოდ პრესის მიმართულებით მოუწევთ მუშაობა“, – ამბობს კალაძე.











