ერთად ყველაფერს შევძლებთ – კოვიდსაც დავამარცხებთ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს დავძლევთ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ყველას უღრმესი მადლობა სითბოსთვის, კეთილი სურვილებისთვის და ასეთ ყურადღებისთვის …
თითო სიტყვას თავისი უდიდესი ძალა გააჩნია! პოზიტივი უარყოფითზე ძლიერია!
ერთად ყველაფერს შევძლებთ – კოვიდსაც დავამარცხებთ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს დავძლევთ და სწორ გზაზე ვივლით!
მადლობა თქვენ ამ დღისთვის! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, დღეს, საკუთარ დაბადების დღეზე სალომე ზურაბიშვილი Astrazeneca-ს კორონავირუსის ვაქცინით აიცრა.











