საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
განკარგულება სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად პარლამენტიდან ცოტა ხნის წინ გადაეგზავნა.
ცნობისთვის, მეათე მოწვევის პარლამენტმა გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მხარი 85 დეპუტატმა დაუჭირა.











