რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 12 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდება.
კრემლის ცნობით, შეხვედრა სოჭში შედგება, სადაც განიხილავენ ეკონომიკას და რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხებს.
„12 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ეწვევა აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია. მოლაპარაკებებში, რომელიც სოჭში შედგება, დაგეგმილია ორმხრივი სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის მდგომარეობისა და პერსპექტივების განხილვა“, – აღნიშნულია კრემლის პრეს-სამსახურის განცხადებაში.











