რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიას აშშ-ზე უკეთ უმკლავდება და ამ სიტუაციიდან რუსეთი „მინიმალური დანაკარგებით გამოდის.
პუტინი ამბობს, რომ რუსეთში მინისტრები ერთ გუნდად მუშაობენ, ხოლო ამერიკაში საქმე სხვაგვარადაა – პრეზიდენტი ერთს ამბობს, გუბერნატორები კი სხვას.
„გარკვეული დანახარჯების, პრობლემების, დანაკარგების პირობებში, ჩვენ მაინც საკმაოდ რიტმულად, ასე რომ ვთქვათ, ვმუშაობთ და კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციიდან საკმაოდ თავდაჯერებულად, მინიმალური დანაკარგებით გამოვდივართ”, – განაცხადა პუტინმა.
14 ივნისის მონაცემებით, რუსეთში COVID-19-ის 528 267 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო ვირუსის შედეგად 6 938 გარდაიცვალა.
ამასთან, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ – პირველზე.











