რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსახლეობას კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ინფორმაცია ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„თუ ადამიანს უნდა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და ვირუსის მძიმე ფორმების განვითარება თავიდან აიცილოს, მაშინ ვაქცინის გაკეთება აუცილებელია“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
თავად რუსეთის პრეზიდენტმა ვაქცინის საჯაროდ გაკეთებაზე უარი განაცხადა. კრემლში აცხადებენ, რომ პუტინმა რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთი გაიკეთა, თუმცა არ ამბობენ კონკრეტულად რომელი.
„ვაქცინაციის მეორე დღეს თითქოს კუნთების უმნიშვნელო ტკივილი ვიგრძენი. თერმომეტრი ავიღე, რათა სიცხე გამეზომა, მაგრამ ტემპერატურა ნორმალური იყო“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.











