რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ატომური ელექტროსადგურის „აკუიუს“ მესამე ენერგობლოკის მშენებლობის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.
პუტინის თქმით, ატომური ელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქეთის ენერგოუსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს.
როგორც ერდოღანმა განაცხადა, ატომურ ელექტროსადგურს ნახშირორჟანგის ნულოვანი დაბინძურება აქვს და გარემოს არ აზიანებს.











