რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისთვის”, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა.











