fbpx
30/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მან ძალაუფლების გადაცემა დაიწყო – უკრაინის დაზვერვა

12:56 January 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
993
ნახვა

უკრაინის საგარეო დაზვერვის ცნობით, ვლადიმერ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და რუსეთში ძალაუფლების გადაცემის პროცესი დაიწყო. უკრაინის დაზვერვის სამსახურმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო ბიულეტენი, სახელწოდებით „თეთრი წიგნი“ მოამზადა.

დოკუმენტში არის ცალკე თავი, „რუსეთიდან წარმოშობილი საფრთხეები“, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემები სულ უფრო აშკარა ხდება და სახელმწიფოს მეთაურის საჯარო ფუნქციების ფიზიკური შესრულება მისთვის შესამჩნევ სირთულეს წარმოადგენს.

ადაზვერვო დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლების გადაცემის კონკრეტული ვარიანტის მიუხედავად, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ძირითადი სცენარი ითვალისწინებს რუსეთში „პუტინიზმის“ სახელმწიფო მოდელის შენარჩუნებას, პუტინთან ერთად ან მის გარეშე.

მათივე ინფორმაციით კრემლის სტრატეგიულ მიზნებს შორის არის უკრაინის ან მისი ნაწილის ინტეგრაცია ერთგვარ სუპერსახელმწიფოებრივ პროექტში მოსკოვის ეგიდით, კოდური სახელით „სსრკ 2.0“ და ამისთვის რუსეთის ფედერაციამ არ უნდა დაუშვას უკრაინის ეკონომიკური განვითარების ტემპის, მისი მოსახლეობის ხარისხის და ცხოვრების დონის ზრდა.

„რუსეთის ფედერაცია შეეცდება, გადაჭრას სისტემური დემოგრაფიული პრობლემები უკრაინის ადამიანური რესურსების ხარჯზე, ამბობენ სადაზვერვო ანალიტიკოსები.

„თეთრი წიგნი“ ამტკიცებს, რომ რომ აზოვ-შავი ზღვის რეგიონს მოსკოვი განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან პლაცდარმს ხმელთაშუა ზღვის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში ექსპანსიისთვის.

ყირიმის მილიტარიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძალთა სამხედრო-პოლიტიკური ბალანსის ცვლილებისთვის შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ ამ რეგიონში ნატო-ს თავისუფლად მოქმედების შემზღუდველი სისტემების შექმნის გზით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

თეგები: ვლადიმერ პუტინი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ბაიდენი: პირდაპირი ვიყავი პუტინთან საუბრისას. მკაფიოდ ვუთხარი, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები, ისეთი ეკონომიკური შედეგი, როგორიც მას არასდროს უნახავს

December 9, 2021
876
მსოფლიო

ტრამპი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ ვიდეოსამიტს ეხმაურება

December 8, 2021
839
მსოფლიო

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრას გამართავენ

December 7, 2021
799

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია