ქაბულში აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად 20 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაშავდნენ.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ავღანეთში ძალადობრივი შემთხვევები, განსაკუთრებით კი აფეთქებები გახშირდა.











