ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას მინიმუმ 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თავდამსხმელთა ვინაობა უცნობია, თუმცა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი.
როგორც სააგენტო წერს, სულ მცირე ოთხი რაკეტა ქაბულის ე.წ. „მწვანე ზონასთან“ ჩამოვარდა, სადაც სამთავრობო შენობები, დიპლომატიური მისიები და NATO-ს ოფისია განთავსებული.











