ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის სხვადასხვა ნაწილში დაახლოებით ათი რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, ხოლო გარდაიცვალა მინიმუმ ერთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
თალიბანის სპიკერმა თქვა, რომ მისი ჯგუფი თავდასხმის უკან არ დგას, რადგან ისინი აგრძელებენ მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებთან.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ არის მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი.
გასულ თვეში, ქაბულში სარაკეტო დარტყმა მოხდა საცხოვრებელ ადგილებში, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ რვა ადამიანი, ხოლო დაიჭრა 30-ზე მეტი.











