საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” აცხადებს, რომ თუ დეპუტატი სასესიო პერიოდის განმავლობში სხდომებს არ ესწრება, მას უფლებამოსილება შეუწყდება. ასეთი ოპოზიციონერი დეპუტატებია, მაგალითად, ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი.
“პარლამენტს რეგლამენტი ითვალისწინებს, თუ სასესიო პერიოდის განმავლობაში დეპუტატი არ ესწრება მას , უკვე ავტომატური რეჟიმით ეხსნება უფლებამოსილება პარლამენტარისა. საგაზაფხულო სესია, როცა დასრულება, ეს სამართლებრივი ნორმა მაშინ ამუშავდება”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.










