იზმირში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 102-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქეული მედია ავრცელებს.
სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ იზმირის სანაპირო რეგიონში, ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
სტიქიას 400-ზე მეტი ძლიერი ბიძგი მოჰყვა. ბიძგები იგრძნობოდა საბერძნეთშიც.











