fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები 10 დეკემბერს აინთება 

09:01 November 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
910
ნახვა

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს. ამჟამად სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან  თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს თბილისის მერი გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთება 10 დეკემბერს იგეგმება. სადღესასწაულო დღეებში ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.

„საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შემდეგ ნაძვის ხე აეწყობა. 10 დეკემბრისთვის მინდა, რომ ნაძვის ხე და ზოგადად, ქალაქში ილუმინაციები აინთოს. ძალიან ლამაზი იქნება ჩვენი დედაქალაქი, როგორც ყოველთვის. გარდა ამისა,  თბილისის მოსახლეობას და არამარტო, ასევე, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, ჩამოსულ სტუმრებს სასიამოვნო დღეების გატარებას ვპირდებით. იქნება საახალწლო სოფელი, სადაც არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა  კონცერტებით, გასართობი პროგრამით, საბავშვო ღონისძიებებით. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ მძიმე, ორწლიანი პერიოდის შემდეგ, რაც პანდემიას ვებრძვით და ეს ბრძოლა ისევ გრძელდება, საზოგადოებას მივცეთ განტვირთვის საშუალება. ახალი წელი არის ახალი იმედების, სურვილების, სიკეთეების მომტანი.  ყველაფერი ცუდი, რაც იყო, უნდა გავატანოთ წარსულს და ახალი იმედებით უნდა შევხვდეთ ახალ 2022 წელს“ – განაცხადა კახა კალაძემ.

სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე 30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

 

საახალწლო დეკორაციები 

თეგები: კახა კალაძესაახალწლო ღონისძიება

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

January 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

January 24, 2022
769
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

December 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია