საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური პირველ კვარტალში დასაქმებულების ხელფასების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.
როგორც გაცრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2020 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 960-ს, ხოლო მამაკაცების ხელფასი 1423 ლარს შეადგენდა.
„2020 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 960.4 ლარით, ხოლო კაცების – 1 423.9 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 84.3 და 129.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს“,- ნათქვამია მონაცემებში.











