ყოფილ შეყვარებულზე გაბრაზებულმა ქალმა, შუა ფრენის დროს თვითმფრინავის ფანჯარა ჩატეხა. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, 29 წლის ლიმ კონტროლი დაკარგა. მან ტირილი დაიწყო, მგზავრები მის დამშვიდებას ყველანაირად ცდილობდნენ.
როგორც ცნობილია, ლის ასეთი ემოციური ფონი შეყვარებულთან დაშორებამ და დამთავრებულმა რომანტიკულმა ურთიერთობამ გამოიწვია. პოლიციის განცხადებით, ლი ნასვამი იყო. მას ნახევარი ლიტრი „ბაიჯიუ“ (ჩინური თეთრი ლიქიორი) ჰქონდა დალეული.
ლი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. უცნობია შეიყვანს თუ არა ჩინეთის სამოქალაქო ავიაცია ლის შავ სიაში.











