fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიან სამთავრობო კამპანიას კერძო სექტორის წარმომადგენლები უერთდებიან

11:25 December 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
835
ნახვა

ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიან სამთავრობო კამპანიას კერძო სექტორის წარმომადგენლები უერთდებიან. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდშიც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება.

პანდემიის დაწყებიდან, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ სახელმწიფოში არსებული უფასო სერვისები. ოჯახში ძალადობის მომატებული რისკების საპასუხოდ კი სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების შეტყობინების ალტერნატიული გზების შესახებ.

ინფორმაციის გაზიარებას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიაც, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 1991 წლიდან ყოველწლიურად იმართება. საქართველოს მთავრობა წელსაც ტრადიციულად შეუერთდა ყოველწლიურ გლობალურ კამპანიას.

კამპანია, გზავნილით – „იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ“, თითოეული მოქალაქის მხრიდან ძალადობის აღსაკვეთად ქმედითი ნაბიჯების წახალისებას ისახავს მიზნად. ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სამთავრობო უწყებებმა უკვე 100-ზე მეტი თემატური ღონისძიება ჩაატარეს.

წელს 16-დღიან კამპანიას პირველად კომპანია “ბოლტი” (Bolt) და „სპარი“ (Spar) უერთდებიან. „სპარის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მყიდველებს ინდივიდუალურად მიეწოდებათ ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზების, სერვისების, რეაგირების და პრევენციის მიმართულებით. „ბოლტის“ მანქანებში კი განთავსდება ინფორმაცია და მოწოდება ქმედებისკენ, რაც სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას და ძალადობის აღსაკვეთად ქმედითი ნაბიჯების წახალისებას ისახავს მიზნად.

16-დღიან კამპანიაში 30-ზე მეტი საჯარო უწყებაა ჩართული, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე. ინფორმაცია ტელე-რადიო საშუალებების, სოციალური ქსელების და სხვა პოპულარული არხების გამოყენებით ვრცელდება. იმართება თემატური ღონისძიებები, როგორებიცაა – „სპორტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, „ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრა“, „საჯარო მოხელეთა ფორუმი გენდერულ თანასწორობაზე“ და სხვ.

2020 წლის სამთავრობო კამპანია გაეროს სააგენტოების (საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელის ოფისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი) მხარდაჭერით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეგები: ქალთა მიმართ ძალადობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

WHO: მსოფლიოში ყოველი 4 ქალიდან ერთი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია

March 10, 2021
806
This picture taken on April 24, 2020 shows a sign of the World Health Organization (WHO) in Geneva next to their headquarters, amid the COVID-19 outbreak, caused by the novel coronavirus. (Photo by Fabrice COFFRINI / AFP) (Photo by FABRICE COFFRINI/AFP via Getty Images)
მსოფლიო

ჯანმო: ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია

March 9, 2021
795
სამართალი

პროკურატურამ ცოლის წამების, ძალადობისა და მუქარის გამო, მამაკაცი დააკავა

March 2, 2021
792

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია