იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა კორონავირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა. ამის შესახებ გოჩა ლორთქიფანიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა. ბოლოს ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ გეგუთი დაიცალა, ეპიდემია მძვინვარებს. გეგუთში 763 ტესტიდან ყველა არის უარყოფითი. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება.
მისივე თქმით, დღეს ვირუსის 30-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.











