აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტეხასის შტატში, ქარიშხალ „ჰანას“ გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას cbslocal-ი ავრცელებს.
შესაბამისი განკარგულება ფედერალურ მთავრობას უფლებას მისცემს, დაზარალებულ შტატს დახმარება უფრო სწრაფად გაუწიოს.
ასევე, პრეზიდენტის ბრძანება აშშ-ის შიდა უსაფრთოხების დეპარტამენტს და საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სამსახურს ტეხასში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, ქმედებების კოორდინააციის საშუალებას აძლევს.











