“ევროპული საქართველოს” წევრის ლაშა დამენიას განცხადებით, პარლამენტში შესულ მთავრობის კაბინეტს ლეგიტიმაცია არ ექნება, რადგან ის არჩეული იქნება არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, რომელსაც ხალხის ნდობა არ აქვს.
„დღეს ერთპარტიულ პარლამენტში შემოვა მთავრობა დასამტკიცებლად, რომელსაც რა თქმა უნდა, ლეგიტიმაცია არ ექნება, რადგან ის არჩეული იქნება არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, რომელსაც ქართველი ხალხის ნდობა არ აქვს. “ქართულ ოცნებას” მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ფაქტიურად არც არაფერი იცვლება, რადგან არანაირ განახლებულ მთავრობაზე არაა საუბარი, მათ არ გააჩნიათ არანაირი პროგრამა, ან მწყობრი გეგმა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების წინაშე. მაშინ როდესაც არ არსებობს გეგმა, არ არსებობს განხორციელების საშუალებებიც”, – განაცხადა დამენიამ.
ინფორმაციას “ევროპული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.











