ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ანზორ ბიწაძე აღნიშნავს, რომ არჩევნების გადადების შესახებ საუბარი პანდემიით სპეკულირებაა. მისი თქმით, ნებისმიერ თარიღში „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს.
„პანდემიით სპეკულირება რა თქმა უნდა „ქართულ ოცნებას“ სურს და ეს არაერთხელ გამოიკვეთა. პირველი ჩვენი ნაბიჯი იქნება- მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობარი ქვეყნების ელჩებს ყურადღებით დააკვირდნენ წინასაარჩევნო პროცესს, არჩევნების დანიშვნის თარიღს და ა.შ. როცა არ უნდა ჩაატარონ არჩევნები ისინი მიიღებენ მინიმუმ 90 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, ხოლო ისინი გადავლენ ოპოზიციაში“,- აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.
„ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.











