„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ დანიშნავს, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართავენ.
აქვე, სანდრო ბრეგაძე 7 ნოემბერს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.
„შიმშილობის დაწყების საკითხი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს ქართველი ერის ნებას და არ დანიშნავს ახალ არჩევნებს.
ხვალიდან რაიონებიდან ვიწყებთ ხალხის მობილიზებას, რომ შაბათს თბილისში ჩამოვიდნენ. შაბათს ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება სახელმწიფო კანცელარიასთან“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, შაბათს მეორე, ფართომასშტაბიანი აქციაცაა დაანონსებული. თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად იკრიბებიან.











