ხმაური იყო „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში, სადაც ,,ქართული მარშის” ერთერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი იმყოფებოდა. შიხიაშვილი ზუგდიდის მერობის კანდიდატისგან გიგი უგულავასგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა.
როგორც შიხიაშვილმა მედიასთან განაცხადა, გუშინ ,,ევროპული საქართველოს” წევრმა მათ მაჟორიტარობის კანდიდატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
,,ქართულ მარშს” ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან ამავე პარტიის ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარე ბართლომე შელია დახვდა.
მისი განცხადებით, ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი აქცია, რომელშიც იყენებენ ასეთ ელემენტებს, როგორიცაა „ქართული მარში“, პროპუტინური მოძრაობა.
ავტორი: თეა შონია











