ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიებს მისცემდით ხმას – 33%-მა ქართული ოცნება უპასუხა, 25%-მა ნაციონალური მოძრაობა, ხოლო 10%-მა გიორგი გახარიას საქართველოსთვის. კვლევის მიხედვით:
გამოკითხულთა 6%-მა ლეიბორისტული პარტია აირჩია;
გირჩი-მეტი თავისუფლება — 4%;
ლელო — 3%;
ანა დოლიძე ხალხისთვის — 3%;
პატრიოტთა ალიანსი — 3%;
მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი — 2%;
ევროპული საქართველო — 2%;
გირჩი — 2%;
ერი — ლევან ვასაძე — 2%;
დროა — ელენე ხოშტარია — 1%;
მოქალაქეები — ალეკო ელისაშვილი — 1%;
სხვა — 2%.
კითხვაზე თქვენს ქალაქში მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას (თბილისს გარეთ) — 35%-მა უპასუხა, რომ ქართული ოცნების კანდიდატს მისცემდა ხმას, 33%-მა გაერთიანებული ოპოზიციიდან კანდინდატი დაასახელა, 15%-მა საქართველოსთვის — გიორგი გახარია, 6% არცერთ მათგანს მისცემდა ხმას, 11%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
კვლევის თანახმად, დღეს რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მიიღებდა 73%, ალბათ მიიღებდა 19%, ალბათ არ მიიღებდა 4% და ნამდვილად არ მიიღებდა, ასევე, 4%.











