„რუსთავი 2″-ის დაკვეთით, ავტორიტეტული ბრიტანული კომპანიის, Survation მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა – გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც შეკითხვები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ინსტიტუტების მუშაობაზე დაუსვეს. კვლევა 15 ივლისიდან – 25 ივლისის ჩათვლით ჩატარდა, პირისპირ მეთოდით. ცდომილება +-2-3%.
კითხვაზე, რამდენად აქტიურად მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებზე, დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებდა 65%, ალბათ მივიღებდი 13%, 50-50 -ზე 13%, არ მივიღებდი მონაწილეობას – 8%, ხოლო არ ვიცი 1%.
დღეს რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულდა 52% აცხადებს, რომ ხმას „ქართული ოცნებას“ მისცემდა, „ნაციონალური მოძრაობას“- 19%, „ევროპული საქართველო“ – 8%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5%, „ლელო“ – 5%, „ახალი საქართველო“4%, სხვა – 7%.

კვლევა 15 ივლისიდან – 25 ივლისის ჩათვლით ჩატარდა, პირისპირ მეთოდით, ცდომილება +-2-3%.











