fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ქართული ოცნება არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

15:25 February 3, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
810
ნახვა

„დღეს ჩვენ გამოვდივართ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იქნას შესწავლილი უკვე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ წარმოებული უსაფუძვლო პროპაგანდის პასუხად მათ ადრე განაცხადეს, რომ პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიას შექმნიდა, რომელიც 2020 წლის არჩევნების შედეგებს შეისწავლიდა.

„არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარმოებული უსაფუძვლო პროპაგანდის პასუხად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ პარლამენტი შექმნიდა დროებითი საგამოძიებო კომისიას, რომელიც შეისწავლიდა 2020 წლის არჩევნებს და ყველა ბრალდებას, ყველა შესაძლო კითხვას დამატებით გაეცემოდა სამართლებრივი, მტკიცებულებებით გამყარებული პასუხი. შესაბამისად, დღეს ჩვენ გამოვდივართ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იქნას შესწავლილი უკვე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ.

დროებითი საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული სუბიექტის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების, პოლიტიკური პარტიებისა თუ შესაბამისი ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით, არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით.

პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად განაცხადა, რომ თუკი დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, „ქართული ოცნება“ მზად არის, რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადოს, თუმცა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ დაფიქსირებული შედეგებიდან გადახრა გამორიცხულია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ჩვენ, ოპოზიციას შევთავაზეთ უბნების გადათვლა, საარჩევნო უბნებში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერის გამოყენება და საჯარო დებატები ამ თემაზე, თუმცა სამივე შეთავაზებაზე უარი მივიღეთ და მათი მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე შეტევისა და შეურაცხყოფის კამპანია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებები ვიხილეთ.

ფაქტია, რომ ე.წ ,,გაერთიანებულ ოპოზიციას’’ ამოძრავებს სხვა მიზნები დემოკრატიული, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ინსტრუმენტად საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ და საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის რევიზიას ცდილობენ. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, გავიაროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და დეტალი, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მივცეთ საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც საზოგადოებას უმტკიცებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა, მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში და შეეცადოს თავისი ბრალდებები სამართლებრივად თავადვე დაამტკიცოს. ეს კიდევ ერთი ტესტი იქნება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის, რეალურად ჯერათ იმ ბრალდებების, რომელსაც ახმოვანებდნენ, თუ ეს ბრალდებები არჩევნებში საკუთარი მარცხის გასამართლებლად და საკუთარი დესტრუქციული მიზნების მისაღწევად გამოიგონეს, რაც აშკარად იკვეთება მათ პოსტსაარჩევნო ქმედებებსა და განცხადებებში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მობრძანდნენ, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ან ფაქტებით დაამტკიცონ ის ბრალდებები, რაზეც საუბრობენ, ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას მათი შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის და თავი დაანებონ სიცრუის პროპაგანდას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

თეგები: კახა კუჭავა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

December 24, 2021
796
პოლიტიკა

კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს

November 25, 2021
774
მთავარი ამბავი

ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები – კახა კუჭავა

October 9, 2021
786

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია