“ნაციოანლური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკანორ მელია აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ჩიხშია და მას უკან დახევა მოუწევს.
მელიას თქმით, მიმდინარე პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და სასამართლოში მისვლას არ აპირებს.
“წელიწადნახევრის თავზე, როდესაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს დაჭერას, დაკავებას უპირებ 20 ივნისის საფუძვლით ბუნებრივია ეს გამოიწვევს საზოგადოებაში სამართლიან ვნებათაღელვას. ამას ატყობს “ქართული ოცნება” და არის ჩიხურ მდგომარეობაში და არ იცის როგორ დაიხიოს უკან. მოუწევს უკან დახევა, როგორ, ეს მათ უნდა გადაწყვიტონ. ჩემი აზრით ან უნდა მოუხადონ ბოდიში ქართულ საზოგადოებას, ქვეყანას და არა მე. ან უბრალოდ გამოსავალი იპოვონ თითქოს მარტივ მაგრამ რომელიც საჭიროებს გამბედავ გადაწყვეტილებას, ჩანიშნონ ახალი არჩევნები, იმიტომ რომ ასე უბრალოდ ვერ გაგრძელდება,”- აცხადებს ნიკა მელია.
ცნობისთვის, ნიკა მელიას გუშინ, 16 თებერვალს პარლამენტმა იმუნიტეტი შეუწყვიტა.
სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს დღეს უნდა შედგეს.










