fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია – აქტიურად შევუდგებით ქალაქის ქუჩებში კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლებას

14:51 December 2, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
778
ნახვა

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელით, მსურს გამოვეხმაურო თბილისის მერის და პარტიის გენერალური მდივნის, ბატონი კახა კალაძის მიერ დაყენებულ ინიციატივებს“, – ამის შესახებ გიორგი ჩაკვეტაძემ „ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მერმა თხოვნით მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, აღასრულონ ვალდებულება და კანონით დადგენილ ვადაში, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 17 დღეში, უზრუნველყონ თავიანთი სააგიტაციო პლაკატების დემონტაჟი.

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია, მზად არის ამ ვალდებულების შესრულებისთვის და დღეიდანვე, აქტიურად შევუდგებით ქალაქის ქუჩებში კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლებას. მოვუწოდებთ სხვა პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებსაც, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას, რათა დროულად დავუბრუნოთ ქალაქს ჩვეული იერსახე.

მოგეხსენებათ, თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში. ვირუსის გავრცელების პირველი ტალღისას, მერიის და უშუალოდ მერის მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო პროგრამა განხორციელდა. მოსახლეობის მხარდაჭერისთვის ხდებოდა ოჯახებისთვის სურსათის დარიგება, საბავშვო ბაღებიდან ბავშვებისთვის პროდუქტების მიწოდება თუ სხვა. ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, ჩვენს ქვეყანაში კოვიდ 19-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში , ჩვენი ინიციატივით შეიქმნა მოხალისეთა ერთიანი შტაბი, რომელშიც 3000- ზე მეტი მოხალისე დარეგისტრირდა. მარტიდან მოყოლებული დღესაც, ასობით მოხალისე თბილისსა და რეგიონებში მონაწილეობს პროდუქტების დარიგებაში, საინფორმაციო კამპანიებსა და სხვადასხვა აქტივობებში. ახალგაზრდები ეხმარებიან მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ახალგაზრდული ორგანიზაცია როგორც პირველი ტალღის დროს, დღესაც მზად არის და სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას თბილისის მერიის მიერ სურსათის დარიგების პროგრამაში და ნებისმიერ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რომელიც შეიძლება სხვადასხვა უწყებებს დასჭირდეთ.

მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა, ახალგაზრდებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს. “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.

მოვუწოდებთ ყველას, ვისაც მოხალისეობრივ საქმიანობაში სურს მონაწილეობა, შემოგვიერთდეს“- განაცხადა მან.

 

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია