პოლიციამ „ქართული ოცნებუის“ ოფისთან, ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ ორი აქტივისტი დააკავა.
აქციის მსვლელობისას პარკინგის ტერიტორიაზე მონაწილეები წარწერებს აკეთებდნენ, რა დროსაც ვითარება დაიძაბა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. ამასთან, დაკავებისას ერთი პირი შეუძლოდ გახდა.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მმართველობას, გადაადგილებაზე შეზღუდვას, ასევე შს მინისტრის გადაყენებას ითხოვენ. ამ დროისთვის აქტივისტები „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო შენობამდე მსვლელობას მართავენ.











