საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი შიდაპარტიული კვლევების მიხედვით, 55 პროცენტზე გაცილებით მეტია.
„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი შიდა კვლევით, უფრო მაღალი შედეგი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ეს იყო ბოლოს, Gorb- ის კვლევაში. მაშინ გახსოვთ, ჩვენი რეიტინგი იყო 55 პროცენტი.
ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ 55 პროცენტზე გაცილებით მეტი აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“, ჩვენი შიდა კვლევებით“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











