„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კამპანიის დაწყების ცერემონია ოფიციალურად გახსნა.
„როგორც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსს მაქვს პატივი ოცნების საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოვაცხადო. პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით წელს საარჩევნო კამპანიის დაწყების ცერემონია განსხვავებული ფორმატით ტარდება, რის გამოც სამწუხაროდ მასში მონაწილეობას ვერ იღებს „ქართული ოცნების“ წარმატებითა და ჩვენი ქვეყნის წინსვლით დაინტერესებულმა მრავალმა ადამიანმა. თუმცა მომდევნო 3 თვის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა ჩვენი მიზნები და ხედვები მივიტანოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე. ჩვენს ქვეყანას წინ ელის მნიშვნელოვანი არჩევნები ქართული ოცნება როგორც მართველი პარტია იღებს პასუხისმგებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე,“- განაცხადა კობახიძემ.
დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოფიციალურად დაასახელებს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.











