NATO ავღანეთში მისიას ასრულებს, შესაბამისად ქართველი სამხედროებიც დატოვებენ ავღანეთს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
მინისტრის ინფორმაციით, NATO-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, 860 ქართველი სამხედრო მოსამსახურეც ეტაპობრივად დატოვებს ავღანეთს.
„ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთის მისია და გამოიყვანოს საჯარისო შენაერთები ავღანეთის ტერიტორიიდან.
საქართველო, რომელიც დღემდე აღნიშნული მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია და 860 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი ავღანეთში, ბუნებრივია, თანხვედრაშია ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებასთან და ქართველი სამხედროებიც შეთანხმებული გრაფიკით და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით დატოვებენ ავღანეთს.
მადლობელი ვარ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის, რომელმაც გუშინ, საჭიროდ ჩათვალა, პირადად შეეტყობინებინა ჩემთვის ალიანსის გადაწყვეტილების შესახებ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რაოდენ აფასებს ამერიკის შეერთებული შტატები და ალიანსი საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში.
სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს გაწეული ძალისხმევისა და მსხვერპლისთვის, რომელიც მათ გაიღეს მსოფლიო მშვიდობისთვის.
მართლაც, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ღირსეულად ვიტვირთოთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.
ჩემის მხრივ, მადლობას ვუხდი ქართველ სამხედროებს, ვინც მსახურობდა ავღანეთში,
ასევე, ქედს ვიხრი იმ გმირი სამხედროების ხსოვნის წინაშე, ვინც თავი შესწირა მშვიდობას და უსაფრთხოებას.
საქართველო კი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, პარტნიორებთან ერთად ყოველთვის შეიტანს საკუთარ წვლილს ავღანეთის შემდგომი მშვიდობიანი განვითარებისთვის,”-წერს ზალკალიანი.
არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ, მათი მიზანი რევოლუციაა – ვოლსკი
არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ. არც რიგგარეშე, არც განმეორებითი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, რევოლუცია მოახდინოს.
„არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ. არც რიგგარეშე, არც განმეორებითი. მათ როგორც ჩანს, მაქვს საფუძველი თქვენს მაყურებელს ვუთხრა, რომ მათი მიზანია რევოლუცია მოახდინონ. დაანგრიონ და არიონ სიტუაცია. შემდეგ ისაუბრონ არჩევნებზე. ვინაიდან იციან, რომ ის ხმების რაოდენობა, რომელიც მათ მიიღეს ოქტომბერში ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირებული იქნება, თუ არჩევნები ჩატარდა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.











