ქედის რაიონის სოფელ მეძიბნაში ავტომანქანა ხევში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა საშუალო ასაკის ქალი, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი-ერთი არასრულწლოვანია.
წინასწარი ინფორმაციით დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.











