ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის არაიკ არუთიუნიანის განცხადებით, ისინი არა აზერბაიჯანს, არამედ თურქეთს ებრძვიან.
პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანთან ერთად თურქეთიც იბრძვის. ამის შესახებ ინფორმაციას, www.aliq.ge ავრცელებს.
„ეს არის თურქეთი, რომელიც იბრძვის, არა მხოლოდ თვითმფრინავებით, არამედ სამხედრო შენაერთებით, სამხედროებით და ა.შ. სირიიდან ჩამოყვანილია 4 000 თავდასხმის რაზმის წევრი.
ყარაბაღი მხოლოდ თავდაცვის არმიის ძალებით იბრძვის. რა თქმა უნდა, მოხალისეები იქნებიან მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკიდან.“ განაცხადა არაიკ არუთიუნიანმა.











